GM PHARMA-ას აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვარდუაშვილის ინტერვიუ CEO Insights Asia Business Leadership Chronicles-თან.
ლევან ვარდუაშვილის ხედვა GM PHARMA-ს ამბიციურ გეგმებთან, რეგიონული ლიდერიდან გლობალურ ორგანიზაციად და საერთაშორისო ფარმაცევტულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით: „მომავალში GM PHARMA-ს საერთაშორისო ფარმაცევტულ სფეროში მნიშვნელოვან მოთამაშედ ვხედავ. საქართველოსა და დსთ-ის რეგიონში მზარდი ოპერირების გარდა, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ბაზრის გაფართოება ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ კვლევა-განვითარება და ინოვაცია იქნება, რაც მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების დანერგვისა და არსებული პროდუქციის ხაზის გაფართოების საშუალებას მოგვცემს“.