GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში

      ვრცლად      

GM PHARMA-ს შესახებ

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში

ისტორია

GM PHARMA-ს ისტორია 23 წლის წინ დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლომდე არ იყო გადაჭრილი ფარმაცევტული პროდუქციით მოსახლეობის უწყვეტად მომარაგების საკითხი და საქართველოში სამკურნალო საშუალებების გარკვეული დეფიციტიც შეინიშნებოდა, გაჩნდა იდეა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო მსოფლიო დონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოება. ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი და რთულად განსახორციელებელი ამოცანა 2000 წლის თებერვალში რეალობად იქცა და GM PHARMA-ში პირველი მედიკამენტი - რიფამპიცინის კაფსულები შეიქმნა.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
ამჟამად, დაარსებიდან 23 წლის თავზე, უკვე 12 მილიონამდე ადამიანი მკურნალობს GM PHARMA-ს პროდუქციით ყოველწლიურად საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან GM PHARMA-ს აღიარებაზე მეტყველებს.

ხედვა

გავხდეთ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სწრაფად მზარდი ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში - მოვხვდეთ მსოფლიოს 200 საუკეთესო ფარმაცევტული კომპანიის სიაში და მივაღწიოთ 1 მილიარდი დოლარის საექსპორტო ღირებულებას.

მისია

GM PHARMA-ს მისიაა რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება კომპანიის მიერ წარმოებული ხარისხიანი დარმაცევტული პროდუქციის შეთავაზებით. GM PHARMA - ემსახურება მას, ვისაც ყველზე მეტად სჭირდება!

ღირებულებები

უფრო მეტი პაციენტის ცხოვრების დონის გაუმჯობესება რაც შეიძლება დიდი რაოდენობის GM Pharma-ს ბრენდებითა და პროდუქტებით, ექიმის რეცეპტებისა და პოტენციურ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციით.
GM Pharma – ემსახურეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!

სტრატეგია

მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში GM PHARMA გეგმავს გაფართოვდეს ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა.
კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოში და GM PHARMA-ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.
 GM PHARMA მუდმივად განვითარებადი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, განუწყვეტლივ აფართოებს საპარტნიორო ქსელს და ფოკუსირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვაზე. კომპანიის მიზანია, მოახდინოს სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ბაზარზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.

Please check the entered dataaaaa