GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში. საწარმოში მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი. კომპანიას აქვს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელი ყველა ნაციონალური თუ საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა:
ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო), კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო), აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI.
ყოველწლიურად GM PHARMA-ში დამოუკიდებელი აუდიტორები დიდი ბრიტანეთიდან, ა.შ.შ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან აუდიტს ახორციელებენ.